18:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-28 15:28:03, 351 ნახვა

პოლიტიკა
ყველას ექნება ჩართვის შესაძლებლობა - პაპუაშვილი ე.წ ფასების საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე

საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომებზე სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა.

გუშინ, დარგობრივი და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა bm.ge-სთან დაადასტურა, რომ კომისიას თავად უხელმძღვანელებს.

„შესაძლებლობა გვექნება, მთელი საზოგადოება იყოს ჩართული საჯარო სხდომების საშუალებით და ერთად მოვისმინოთ, როგორ ხდება ფასების წარმოქმნა. წარმოება, დისტრიბუტორი და სხვა რგოლები განმარტებებს მოგვცემენ. დავინახავთ, რომელ საკითხებზეა შესაძლებელი საკანონმდებლო რეგულირება ან პრაქტიკის შეცვლა“, – თქვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საპარლამენტო კომისია სამ ძირითად მიმართულებას შეისწავლის – პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებს. საჯარო პროცესში ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთვება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics