|
2015-01-19 11:17:09, 741 ნახვა
სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზურაბ ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ხოლო 1979 წელს დაბადებული მამუკა მ. და 1985 წელს დაბადებული შუქრი შ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზურაბ ფ-ს პირადი ჩხრეკისას პისტოლეტის 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, ხოლო მამუკა მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 2 „ეფ 1“-ის და 1 „ერ-გე-დე“-ს ტიპის ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 1 მჭიდი, რეზინის 7 ხელთათმანი და „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 218 საბრძოლო ვაზნა. შუქრი შ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოიღეს გადაჭრილი სანადირო თოფი და ხიშტ-დანა. გამოძიება ზურაბ ფ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით), ხოლო მამუკა მ-ს და შუქრი შ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)