2026-04-09 16:40:24, 2648 ნახვა
პოლიტიკა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
მოსკოვშ , გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ რედაქციაში უსაფრთხოების სამსახურებმა ჩხრეკა ჩაატარეს - ამის შესახებ თავად გამოცემა იუწყება Telegram არხზე.
„დაახლოებით შუადღის 12 საათზე, მოსკოვში, „ნოვაია გაზეტას“ რედაქციაში ნიღბიანი დაცვის თანამშრომლები მივიდნენ და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყეს“, - განაცხადეს მედიის წარმომადგენლებმა.
რედაქციამ დასძინა, რომ ჩხრეკის მიზეზი უცნობია, რადგან ადვოკატებს ოფისში შესვლის უფლება არ მისცეს. გაზეთის ზოგიერთი თანამშრომელი ამჟამად შენობაში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ნოვაია გაზეტას“ წინააღმდეგ საქმეს პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების მუხლით იძიებენ, იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,