02:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 13:54:00, 715 ნახვა

სამართალი
კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ცააძე იკითხება

მთავარ პროკურატურაში კრიმინალური პოლიციის  კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ცააძე მივიდა.

ის ამწუთებში  კორტების სპეცოპერაციის დროს, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იკითხება.

როგორც დაკითხვაზე შესვლამდე ცააძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  გამომძიებელი დაუკავშირდა და სახლთან მისვლა სთხოვა, სადაც სპეცრაზმი დახვდა და გადაწყვიტა, პროკურატურაში წასულიყო.

რაც შეეხება ოქმში მის მიმართ ჩაწერილ ბრალდებას, ცააძე კორტების სპეცოპერაციისას განზრახ მკვლელობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს.

"გამომძიებელი დამიკავშირდა და მთხოვა, მივსულიყავი სახლთან. იქ რომ  მივედი, სპეცრაზმი დამხვდა და გადავწყვიტე, პროკურატურაში მოვსულიყავი.რა განზრახ მკვლელობაზეა საუბარი? ჩვეულებრივი ღონისძიება იყო. კრიმინალებმა გვესროლეს და ჩვენც ვესროლეთ",-განაცხადა გიორგი ცააძემ.

ცნობისთვის, კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ჯამში  11 პირია დაკავებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics