15:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 13:46:54, 597 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი: "ნაციონალები" საფრთხეს თავის თავს უქმნიან

ლტოლვილთა  და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. 

ამ განცხადებით სუბარი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პოლიციელებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა. 

თუმცა, სუბარის თქმით, ისინი საფრთხეს მხოლოდ საკუთარ თავს უქმნიან. 

"ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს, არამედ ის რასაც 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ,ეს იყო დატერორება საკუთარი მოსახლეობის, რაც სხვათაშორის ტერორისტულ აქტებში გამოიხატებოდა. იმედში შეჭრას მე ვერაფერს ვერ დავარქმევ, თუ არა მედიის თავისუფლების, დემოკრატიული პროცესების, ქვეყნის ინტერესების, საკუთარი მოქალაქეების  წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ აქტს. ასეთი ათეულობით ფაქტის ჩამოთვლა შემიძლია, თუ გავიხსენებთ "ნავთლუღის სპეცოპერაციას", როდესაც სამგორში უდანაშაულო ბიჭები დახვრიტეს. ასევე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეს. ახლა, არაფერი საშიში არ არის, "ნაციონალური მოძრაობა" საფრთხეს თავის თავს უქმნის. მაგრამ, რასაც ისინი სცდილობენ, ეს არის ის, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენონ",- აღნიშნა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics