2015-01-17 16:44:31, 975 ნახვა
მსოფლიო
რუსეთს ხუთ წელიწადში ერთდროულად სამ ფრონტზე შეეძლება ბრძოლა
რუსეთს ოთხ-ხუთ წელიწადში ერთდროულად სამ ფრონტზე შეეძლება ბრძოლა“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურმა გენერალმა ბენ ჰოდჯესმა განაცხადა.
გენერალი ჰოდჯესის მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ზეწოლას გააძლიერებს.
„მოსკოვი ამ ყველაფერს ყოველგავრი მობილიზაციის გამოცხადების გარეშე მოახერხებს ისე, რომ დასავლეთს რეაგირებისთვის დროც არ დარჩება. ამჯერად რუსეთის ყურადღება უკრაინის ვითარების დესტაბილიზაციაზეა მიმართული და რუსეთის სხვა მეზობლები ჯერჯერობით უსაფრთხოდ არიან“,-განაცხადა გენერალმა ჰოდჯესმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან