2016-03-22 11:46:47, 1053 ნახვა
მსოფლიო
"ბრიუსელის აეროპორტში სრული პანიკაა" - ქეთევან ქარდავა აფეთქების ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს
ბრიუსელში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ფოტომასალას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა.
"აფეთქებაააა ბრიუსელის აეროპორტში. ეს იყო კატასტროფაააააა. სრული პანიკააააა აეროპორტში", - წერს ქეთევან ქარდავა facebook-ში.
ცნობისთვის, ბრიუსელის აეროპორტში აფეთქება მოხდა. როგორც BBC იუწყება, ამ წუთებისთვის აეროპორტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამასთან აეროპორტიდან კვამლი ამოდის, ადგილობრივი სააგენტოები დაზარალებულების შესახებ იუწყებიან. BBC-ის ცნობით, არიან გარდაცვლილებიც, თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან