2016-03-11 11:24:02, 1023 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: პუტინი უფრო ძლიერი მმართველია, ვიდრე ობამა
"პუტინი ძალიან ძლიერი მმართველია, ეს არ არის კომპლიმენტი,ეს ფაქტია", - აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNN-ის ტელედებატებისას გააკეთა.
მილიარდერმა განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს პუტინს, თუმცა, მას ძლიერ მმართველად მიიჩნევს.
"ვფიქრობ, რომ პუტინი ძალიან ძლიერია, ის გაცილებით ძლიერია, ვიდრე ობამა", - განაცხადა მან, თუმცა დასძინა, რომ "ძლიერი, არ ნიშნავს კარგს".
მედია-მაგნატს რუსეთის პრეზიდენტი დადებით კონტექსტში აქამდეც არაერთხელ მოუხსენიებია. დონალდ ტრამპმა შიდა არჩევნები კიდევ ორ შტატში, მისისიპისა და მიჩიგანში მოიგო და „რესპუბლიკელთა“ შორის პოზიციები გაიმყარა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან