2016-03-03 10:31:15, 1038 ნახვა
მსოფლიო
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ერთი წლით ახანგრძლივებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2014 წელს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ვადის ერთი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები შეერთებული შტატების უსაფრთხოებასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას საფრთხეს უქმნის.
შეგახსენებთ, ორი წლის წინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ყირიმის ანექსიის გამო აამოქმედეს. შავ სიაში მაღალი თანამდებობის მქონე რუსი პოლიტიკოსები არიან. სანქციების ვადა 6 მარტს იწურებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან