00:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 11:00:00, 840 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიო ლიდერებმა იორდანიელი მფრინავის მკვლელობა დაგმეს

იორდანიელი მფრინავის მოაზ ალ კასასბის მკვლელობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაგმო.

როგორც ობამამ იორდანიის მეფე აბდალა მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იორდანიელი მფრინავის ვერაგული მკვლელობა ისლამური სახელმწიფოს განადგურების მზაობას მხოლოდ გაზრდის.

ობამამ გარდაცვლილის ოჯახს, იორდანიის ხალხს და მთავრობას სამძიმარი გამოუცხადა.

იორდანიელი მფრინავის მკვლელობა გაერო-ს უშიშროების საბჭომაც დაგმო.

„ტერორიზმისგან მთელი მსოფლიო ზარალდება. მთელი მსოფლიო უნდა დადგეს იორდანიის გვერდით, რათა ტერორიზმის საფრთხე აღმოიფხვრას“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

მფრინავის მკვლელობა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმაც დაგმეს.

ცნობისთვის, იორდანიელი მფრინავი მოაზ ალ კასასბი ტერორისტებმა 2014 წლის დეკემბერში დაატყვევეს, როდესაც მისი F16 სირიაში ჩამოვარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics