2020-04-15 13:36:51, 15570 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკომისიამ, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთვის, სამი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთვის, სამი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა.
ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
მისი თქმით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ კორონავირუსის მაჩვენებლები მცირდება თუ არა მათ ქვეყანაში, ჯანდაცვის სისტემების მზაობა და მისი შესაძლებლობები და აქვთ თუ არა ფართომაშტაბიანი ტესტირების საშუალება, რათა აკონტროლონ გავრცელების დონე.
ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკომისიის გეგმა არ უნდა აღიქმებოდეს როგორც სიგნალი იმისა, რომ ქვეყნებმა ახლავე უნდა დაიწყონ ჩამკეტი ზომების მოხსნა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან