2020-04-14 20:27:42, 17436 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძის განცხადებით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა არის ე.წ ნახტომი, რომელიც საგანგაშოა
გუშინ ჩვენ დავაფიქსირეთ ე.წ ნახტომი, 30 შემთხვევა, რაც ძალიან საგანგაშოა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 30 შემთხვევა გაერთიანებულია 12 სხვადასხვა კლასტერში.
„გუშინ ჩვენ დავაფიქსირეთ ე.წ ნახტომი, რაც ძალიან საგანგაშოა, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა 5, 7, 10, ორჯერ გვქონდა 18-18 შემთხვევა, მაგრამ 30 არის ძალიან ბევრის მანიშნებელი და ეს 30 არის გაერთიანებული ძირითადად 12 კლასტერში, ჯგუფში, არიან სხვადასხვა კლასტერები, რომლებიც მოსახლეობამ უკვე იცის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან