00:07 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 12:19:40, 22884 ნახვა

ომი უკრაინაში
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის  ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და განმეორებით ტესტირებაზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკას დატოვებენ.

მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტიდან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის არიან ახალშობილებიც.

„ამ ეტაპზე სულ კლინიკაში 67 პაციენტი წევს. აქედან 17 არის ინფიცირებული კორონავირუსით, ხოლო დანარჩენი 50 არის საეჭვო შემთხვევა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამოაგდო ცნება მოგზაურობის და აქედან გამომდინარე, ყველა მათგანს ჩვენს კლინიკაში შემოსვლისთანავე, აქვთ თუ არ აქვთ მოგზაურობის ისტორია, ან ამნეზი, ცხელება ან სხვა, ექვემდებარება კორონავირუსის გამოკვლევას. გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც ამ ეტაპზე მძიმეა.

რაც შეეხება ახალშობილებს, გვყავს რამდენიმე ახალშობილი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია. სამი ინფიცირებულის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. ამ დღეებში გავაგზავნით განმეორებით ტესტებს კორონავირუსზე და თუ მოვიდა ამჯერადაც უარყოფითი პასუხი, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics