13:28 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-20 11:24:25, 278 ნახვა

ეკონომიკა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, I კვარტალში ექსპორტი ჯამურად 1.72 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით არის გაზრდილი. ეს რეკორდული მაჩვენებელია. - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

უფრო დეტალურად, ექსპორტში პირველ ადგილს კვლავინდებურად 365 მილიონი დოლარით მსუბუქი ავტომობილები იკავებს, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილს ექსპორტში იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 208 მილიონი დოლარით, რაც წინა წელთან შედარებით 698%-ით არის გაზრდილი. ასეთი მატება დაკავშირებულია კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ამუშავებასთან და მის მიერ პროდუქციის ექსპორტის დაწყებასთან. ექსპორტში მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 170 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 221%-ით არის გაზრდილი. მეოთხე პოზიციაზეა ფეროშენადნობები 76 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 94%-ით გაიზარდა, მეხუთე ადგილს კი სპილენძის მადნები იკავებს 66 მილიონი დოლარით.

რაც შეეხება სხვა საქონელს, ღვინის ექსპორტი 6%-ით გაიზარდა 56 მილიონ დოლარამდე, თხილის და კაკლის ექსპორტი კი 63%-ით, 49 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ტოპ 10 საექსპორტო საქონელი

# საქონელი მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან
1 მსუბუქი ავტომობილები $365 მლნ დოლარი; -27%
2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $208 მლნ დოლარი; 698%
3 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $170 მლნ დოლარი; 221%
4 ფეროშენადნობები $76 მლნ დოლარი; 94%
5 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $66 მლნ დოლარი; 169%
6 სპირტიანი სასმელები $56 მლნ დოლარი; 2%
7 ყურძნის ნატურალური ღვინოები $53 მლნ დოლარი; 6%
8 თხილი და სხვა კაკალი $49 მლნ დოლარი; 63%
9 მინერალური და მტკნარი წყლები (უშაქროდ) $47 მლნ დოლარი; 10%
10 ოქრო (დაუმუშავებელი ან ფხვნილის სახით) $44 მლნ დოლარი; 57%
11 დანარჩენი საქონელი – სულ $591 მლნ დოლარი. 8%




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics