2019-03-23 13:33:01, 3341 ნახვა
სპორტი
პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი „მსოფლიოს თასის“ ჩემპიონი მე-15 გახდა
ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა იტალიაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ეტლით ფარიკაობაში ჩემპიონი გახდა.
ხეცურიანმა ტურნირში მონაწილე ყველა მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ხეცურიანმა ჩინელი პარამოფარიკავე დაამარცხა. ის „მსოფლიოს თასზე“ ჩემპიონი მე-15 გახდა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან