2015-03-13 10:06:25, 680 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.19 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით კვლავ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს, 1 დოლარი 2.1908 ლარი ღირს, გუშინ კი, 1 დოლარის შეძენა 2.18 ლარად იყო შესაძლებელი.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, დღეს , 1 ევრო 2.32 ლარი ღირს. გუშინ კი, 1 ევროს შეძენა 2.30 ლარად იყო შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან