2015-03-11 18:21:22, 672 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა გაიყიდა
შპს "ბათუმი თაუერმა" ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შეიძინა.
კომპანიამ შენობა 25 004 626 დოლარად იყიდა.
აუქციონზე კი შენობის საწყისი ფასი 25 მილიონი დოლარი იყო.
როგორც ელექტრონული აუქციონის მონაცემებშია, აღნიშნული შენობის ყიდვის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა.
შპს "ბათუმი თაუერი“ 2014 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული კომპანიაა.
ცნობისთვის, შენობა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში 2012 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან