13:21 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 15:06:02, 899 ნახვა

სპორტი
გია ხუხაშვილი: „ოცნებამ“ თბილისში ვერაფერი მოიფიქრა და კანდიდატებად ძმაკაცები დაასახელეს

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ფეხბურთელმა ფეხბურთელი მოიყვანა კანდიდატად, მსახიობმა მსახიობი, რადგან სხვა  გამოსავალი ვერ ნახეს და სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ბუნება.

“ქართული ოცნება“ არის ადამიანთა გაერთიანება, რომელთაც მუდმივად კეთილი სურვილები და ნათელი მომავლის იმედი აქვთ, მაგრამ რეალობაში სხვა რამეს ახორციელებენ. თავიდან პომპეზურად დააანონსეს, რომ საგურამოში პოლიტიკურად უმწიკვლო ახალ სახეებს წარადგენდნენ. მათ ეს გზავნილი გაუშვეს საზოგადოებაში. ამის შემდეგ, მაჟორიტარებთან დაკავშირებით საპირისპირო გზავნილების გაშვება დაიწყეს. რეგიონებში ისეთი მაჟორიტარები დაასახელეს, რომლებიც პარტიიდან პარტიებში დადიოდნენ იმის და მიხედვით თუ ვინ იყო ხელისუფლებაში. რაც შეეხება თბილისს, მათ ვერაფერი მოიფიქრეს და ხან ერთმანეთის ძმაკაცები დაასახელეს და ხან ვინ. ფეხბურთელმა ფეხბურთელი  მოიყვანა, მსახიობმა მსახიობი ანუ საკუთარი საახლობლოთი შეკრიბეს მაჟორიტარი კანდიდატები. ეს არის მათი ბუნება და ვერაფერს იზამ, მე არ მიკვირს ეს ყოველივე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics