|
2026-01-03 17:49:43, 666 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ბრალი წაუყენეს, ნარკოტერორიზმის შეთქმულება, კოკაინის იმპორტის მიზნით შეთქმულება
ამერიკის გენერალურმა პროკურორმა, პამელა ბონდიმ განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ბრალი წაუყენეს ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში. ნიკოლას მადუროს ბრალად ედება ნარკოტერორიზმის შეთქმულება, კოკაინის იმპორტის მიზნით შეთქმულება, იარაღის და დამანგრეველი მოწყობილობების ფლობა, აგრეთვე იარაღის და დამანგრეველი მოწყობილობების ფლობის მიზნით შეთქმულება შეერთებული შტატების წინააღმდეგ. განცხადების მიხედვით, ისინი უახლოეს მომავალში ამერიკული მართლმსაჯულების სრული სიმკაცრის წინაშე წარდგებიან — ამერიკის მიწაზე, ამერიკულ სასამართლოებში. მადურო ნიუ-იორკში გადაჰყავთ — წერს ABC News ტელეარხის წყაროების ცნობით, ვენესუელის დაკავებული პრეზიდენტის დაკავების ზუსტი ადგილი უცნობია. თუმცა, მანჰეტენზე ფედერალური სასამართლო პროცესის წინაშე ბრალდებულები, როგორც წესი, ბრუკლინის დაკავების ცენტრში იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)