03:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-05 11:15:48, 4594 ნახვა

ეკონომიკა
ოცნების მთავრობამ ჰესების მშენებლობა დაანონსა, რომელმაც საქართველოში არაერთი პროტესტი გამოიწვია

ივანიშვილის მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ინგა ფხალაძის განცხადებით,"ქართული ოცნების"  მთავრობა,  ენერგეტიკული სტრატეგიის შესაბამისად, აქტიურად  მუშაობს 10-წლიან სამოქმედო გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში უნდა აშენდეს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები, მათ შორის, ჰიდროენერგიის, მზისა და ქარის სადგურები.

„ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში ძალიან ინტენსიურად განვიხილავთ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ჰესების მშენებლობას, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოხმარებას, თითქმის გაანულებს იმპორტის საჭიროებას და გაზრდის ელექტროენერგიის  საექსპორტო შესაძლებლობებს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში  შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის მეშვეობით" - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის მოდერნიზაცია და გაფართოება.

როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროში მუშავდება, პირდაპირ მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისკენ და იმ მიზნებისკენ, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია როგორც მეზობელი, ისე ევროპული ქვეყნების ბაზრებთან ელექტროენერგიით ძალიან გამართულ, წარმატებულ ვაჭრობაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics