20:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 11:45:16, 1656 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში იმპორტში და ექსპორტში პირველ ადგილზე ავტომობილებია

2025 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი
მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 478.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.5
პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები
202.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები
მესამე ადგილზეა 148.1 მლნ. აშშ დოლარით (3.9 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი
იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 058.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი
იმპორტის 20.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები
727.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები
და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.7 პროცენტი). 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics