|
2025-07-23 12:57:31, 1377 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია IndiGo საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს
ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo, თბილისის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას, ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან - მუმბაიდან შეასრულებს. ავიაკომპანიის მიერ, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, მუმბაი - თბილისი - მუმბაის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან იგეგმება. რეგულარული ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის, გივი დავითაშვილის შეფასებით, საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მზარდი დინამიკით გამოირჩევა და აზიის უმსხვილესი ქალაქიდან ახალი მიმართულების დამატება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მგზავრთნაკადის მოზიდვას. „გასულ წელს, ავიაკომპანია IndiGo დელი - თბილისი - დელის საჰაერო ხაზზე 75 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. წელს, მხოლოდ ექვს თვეში კი ამავე მიმართულებით 56 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. მუმბაი აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი და დელის შემდეგ ყველაზე დიდი საავიაციო ჰაბია ინდოეთში. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს საქართველოში მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მოზიდვას, ასევე გაადვილებს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას როგორც ინდოეთის, ისე აზიის სხვა მიმართულებებით." - განაცხადა გივი დავითაშვილმა. IndiGo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2023 წელს შემოვიდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია IndiGo-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)