01:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-22 12:27:58, 990 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას.

„ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია“, - წერს კალასი.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics