08:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-14 00:48:19, 1229 ნახვა

მსოფლიო
ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე ნაკლები რაკეტა ისროლა, უმეტესობა ჩამოაგდეს

ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე ნაკლები რაკეტა ისროლა, რომელთა უმეტესობამ ან ჩაჭრა, ან სამიზნეს ააცილა.
„როიტერის“ ცნობით, ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ირანმა ქვეყნის მიმართულებით „100-ზე ნაკლები რაკეტა“ ისროლა, რომელთა უმეტესობა ან ჩაჭრეს, ან სამიზნეს ვერ მიაღწია.

„შეზღუდული რაოდენობის შენობები დაზიანდა, ზოგიერთი მათგანი კი აღკვეთის ოპერაციების დროს ნამსხვრევებით იყო დაფარული“, - წერს IDF-ის არაბულენოვანი წარმომადგენელი ავიჩაი ადრაეი X-ში.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ ირანმა სამოქალაქო სამიზნეებზე რაკეტების გაშვებით „წითელი ხაზები“ გადაკვეთა.

„ირანმა წითელი ხაზები გადაკვეთა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის ცენტრების მიმართულებით რაკეტების გაშვებით“, - თქვა კაცმა. „ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მოქალაქეების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლას რეჟიმმა მძიმე საფასური გადაიხადოს თავისი საზარელი ქმედებებისთვის“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics