|
2025-06-09 18:20:12, 799 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლებს
კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლებს. „ეს ზუსტად ისაა, რაც დონალდ ტრამპს სურდა. მან ცეცხლი გააღვივა და ეროვნული გვარდიის ფედერალიზაცია უკანონოდ გადაწყვიტა. მის მიერ ხელმოწერილი ბრძანება მხოლოდ კალიფორნიას არ ეხება. ეს მას ნებისმიერ შტატში შესვლისა და იგივეს კეთების საშუალებას მისცემს. ჩვენ მას ვუჩივლებთ“, - წერს კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი X-ზე. მანამდე, გევინ ნიუსომმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „დიქტატორის ქმედება“ უწოდა. შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. პოლიციის ცნობით, კვირას ლოს-ანჯელესში 27 ადამიანი, ხოლო სან-ფრანცისკოში 60 ადამიანი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)