02:35 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-03 15:12:25, 731 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - უახლოეს მომავალში პუტინის, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა

უახლოეს მომავალში პუტინის, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“პრეზიდენტი პუტინი კონტაქტების იდეას მხარს უჭერს, მაგრამ მიაჩნია, რომ ისინი კარგად უნდა იყოს მომზადებული. პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მსგავსი კონტაქტები ტექნიკურ და ექსპერტების დონეზე შემუშავებული შეთანხმებების შედეგი უნდა იყოს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, პესკოვის თქმით, კრემლი სტამბოლში რუსული მხარის მიერ უკრაინის დელეგაციისთვის გადაცემულ მემორანდუმზე რეაქციას ელოდება.

„მუშაობა გაგრძელდება. გადაცემულ მემორანდუმზე რეაქციას ველოდებით. კონფლიქტის მოგვარების საკითხი უკიდურესად რთულია, ის ბევრი ნიუანსისგან შედგება. მემორანდუმი ამ კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics