15:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-22 22:01:24, 1164 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მწვანე მიმართულებით მათ გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა.  

პროექტის ჯამური ღირებულება 230,000 დოლარია და ის სრულიად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ავჭალაში, აგროჰაბის ცენტრალური წარმოების ტერიტორიაზე, 4,000კვ.მ ფართობზე, 625 kW (DC) სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა. კონტრაქტორ კომპანიას კი საქართველოს ბანკის პარტნიორი და მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანია  „Shine Energy” წარმოადგენს. 

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, გარემოზე ზრუნვას და მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი კომპანია „აგროჰაბი“ რომელთანაც დაარსების დღიდან ვპარტნიორობთ და ერთობლივად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, ამჯერად მწვანე მიმართულებით ვთანამშრომლობთ. აღსანიშანავია ისიც, რომ ეს პროექტი საქართველოს ბანკის კიდევ ერთი პარტნიორ ბიზნესთან „Shine Energy”-სთან ერთად განხორციელდა, რომელიც საქართველოს ბანკის მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. მსგავსი პროექტები კარგი მაგალითია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში მწვანე მიმართულების განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ერთად მწვანე ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics