11:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 13:39:20, 702 ნახვა

ეკონომიკა
შარშან დენის იმპორტი გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია

შარშან საქართველომ 1.2 მილიარდ კვტს.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია იყიდა. აქედან 969 მლნ კვტს საათი რუსეთიდან, 186 მლნ კვტ.სთ კი აზერბაიჯანიდან, ხოლო 73 მლნ კვტს.სთ სომხეთიდან. იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 418 მლნ კვტსთ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა. ყველაზე მეტი დენი წელს ქვეყანამ დეკემბერში იყიდა თითქმის 293 მლნ კვტს.სთ.

ელექტროენერგიის იმპორტში წელს ქვეყანამ ჯამში 25 მლნ დოლარამდე გადაიხადა. უშუალოდ რუსეთიდან 12.4 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიაა შემოტანილი, აზერბაიჯანიდან კი თითქმის 11 მლნ დოლარის. 2024 წელს ექსპორტის მოცულობა 1 047.4 მლნ კვტსთ იყო და ძირითადად თურქეთში გავიდა.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, შარშან 14.2 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია იყო ქვეყანაში გამომუშავებული, აქედან 11.3 მილიარდი კვტსთ ჰესებმა გამოიმუშავეს, ხოლო თითქმის 3 მილიარდი - თბოსადგურებმა. გამომუშავებას ტრადიციულად გადააჭარბა მოხმარებამ და 2024 წელს ქვეყანამ 15 მილიარდ კვტსთ-ზე მეტი დენი მოიხმარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics