2025-01-06 16:35:50, 434 ნახვა
ეკონომიკა
სასტუმროს წარმომადგენელი - გუდაური იცლება, გაუქმებულია ჯავშნების 80%
სასტუმრო „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გუდაური იცლება, გაუქმებულია ჯავშნების 80%, ხოლო ევროპელი ტურისტები, რომლებზეც ჯავშნების დიდი ნაწილი მოდიოდა, აცხადებენ, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა.
"ახლა საახალწლო დღეებია და ასე თუ ისე არის ხალხი, მაგრამ 5-დან იცლება გუდაური. დეკემბერში ჯავშნების 80% გაუქმდა, ასევე გაუქმდა თებერვალიც. ჯავშნების დიდი ნაწილი გააუქმეს ევროპელებმა, რომლებსაც, როდესაც ვკითხეთ, პირდაპირ გვიპასუხეს, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა. კონკრეტულად საუბარი მაქვს ჩეხებზე და ესტონელებზე...“- განაცხადა „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,