|
2024-10-02 11:39:08, 378 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
"საქართველოს ბანკმა" ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია "საქართველოს ბანკსა" და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეთერთმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. შეთანხმების ფარგლებში, დამატებით, ბანკმა ამ წლის განმავლობაში, 47,5 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკმა" 50 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება იმავე მიზნობრიობით Citi-ისგან გასულ წელსაც მიიღო. “მოხარული ვართ, რომ ჩვენი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ინსტიტუტის, Citi-ის პარტნიორობა გრძელდება, რაც მორიგი შეთანხმებით, 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებით გამოიხატა. ამ ტიპის გარიგებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის გაძლიერებისთვის. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს "საქართველოს ბანკის" ურყევ ძალისხმევას, იზრუნოს ბიზნესისთვის საუკეთესო ფინანსური შესაძლებლობების შექმნაზე, ამასთან, ხაზს უსვამს ნდობას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ჩვენ მიმართ გამოხატავენ. მადლობას ვუხდით Citi-ს თანამშრომლობისთვის, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას, რათა მათ მოიპოვონ ახალი შესაძლებლობები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი. „ჩვენ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან - "საქართველოს ბანკთან" მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რითაც ძალიან ვამაყობთ. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Citi-ს მხრიდან არა მხოლოდ მომხმარებლების ბიზნეს საქმიანობისა და ზრდის ამბიციების, არამედ მთლიანად საქართველოს მიმართ ურყევ და გრძელვადიან მხარდაჭერას“, - აღნიშნავს ემრე უმუთი, Citi-ს ფინანსური ინტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელი შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)