12:57 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 18:45:34, 642 ნახვა

რეგიონი
კვირიკაშვილი: ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა

მეფუტკრეობის აღორძინება და ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეფუტკრეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დღეს სამეგრელოს რეგიონის 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  425 სკა გადაეცა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, მთავრობის სხვა წევრებთან და მხარის გუბერნატორთან ერთად დაესწრო.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეძლებენ  საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის გაზრდას.

სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 2015 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, კოოპერატივებს საშუალება ჰქონდათ, თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად მიეღოთ მათთვის სასურველი სკა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 29 თებერვლიდან დაიწყება და 16 მარტამდე  გაგრძელდება.

პრემიერმა ასევე დაათვალიერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე  თხილის საწარმო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში აშენდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics