|
2024-06-28 16:51:16, 674 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ევრო 2024 და ლარი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია, რაც ასევე ქვეყნის ცნობადობისა და ეკონომიკის ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. საერთო აღიარებით, მე-12 მოთამაშის - გულშემატკივრის წვლილი ამ წარმატებაში ფასდაუდებელია. ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ "თიბისის" ბარათებით გერმანიაში განხორცილებული დანახარჯები - თითქმის 10-ჯერ, სხვა ქვეყნებში კი ჯამური დანახარჯები თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ჩემპიონატის ფაქტორის გარეშე, საქართველოში ტურისტული გადინებები შემოდინებებთან მიმართებით, დაახლოებით - 20%-ს, ტურისტულ შემოდინებებში კი საკმაოდ მაღალი იმპორტ კომპონენტის გათვალისწინებით, დაახლოებით 35-40%-ს შეადგენს, ეს მნიშვნელოვანი, თუმცა ისევ და ისევ, პროდუქტიული ინვესტიციაა. ამასთან, რა შეიძლება ითქვას ლარის კურსის მხრივ ამ ფაქტორის გათვალისწინებით? - ახლო მომავალში ამ ტიპის სავალუტო გადინება შემცირდება. ზუსტად როდის? - ფსონს ვდებთ, რომ 14 ივლისის - ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ. გაეცანი პუბლიკაციას ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)