14:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-28 11:52:32, 634 ნახვა

ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა 2024 წლის 27 ივნისისთვის წინა წლის ექსპორტის სრულ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა

2024 წლის 1-ელი მაისიდან 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით, საქართველოდან 3.7 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა, გასული წლის მოცვის ექსპორტის სრულმა მაჩვენებელმა 3.4 ათას ტონა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2024 წლის 1-ელი მაისიდან 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებული მოცვის ღირებულება 22.0 მლნ აშშ დოლარია. 

მათივე ინფორმაციით, 2023  წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 2.4 ათასი ტონით (2.9-ჯერ), ხოლო ღირებულება - 13.8 მლნ აშშ დოლარით (2.7-ჯერ) გაიზარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics