04:47 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 13:30:11, 341 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moodys-მა „საქართველოს ბანკის“ გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგის მოლოდინი „ნეგატიური“-დან „სტაბილური“-თ შეცვალა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა "საქართველოს ბანკის" გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგი Ba2-ზე დაადასტურა, ხოლო „ნეგატიური“ მოლოდინი „სტაბილური“-თ შეცვალა. 

Moody’s-მა საბაზისო საკრედიტო შეფასება და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (Baseline Credit Assessment (BCA) and Adjusted Baseline Credit Assessment) Ba3-დან Ba2-ზე აწია, ასევე გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-term Counterparty Risk Rating (CRR)) და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (Long-term Counterparty Risk Assessment) Ba2(cr)-დან Ba1(cr)-მდე გააუმჯობესა. 

აღნიშნული ცვლილებები გამყარებულია ბანკის ეკონომიკური ციკლებისადმი გამძლეობის, გაუმჯობესებული მომგებიანობის და მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით, რაც არსებულ რისკებს აბალანსებს. 


 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics