13:53 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 13:05:43, 356 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ჯონ ქერი ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. 

როგორც ვიზიტის დასრულების შემდეგ თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, საქართველოს უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრი, ჯონ ქერი ეწვევა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტისას გარდა პოლიტიკური დიალოგისა,  ვიზიტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების საკითხი. განხილული იყო ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს მიიყვანს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან. როგორც მინისტრმა ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა,  მიმდინარე წლის მარტში დაიგეგმა კომერციის დეპარტამენტის, სავაჭრო ეკონომიკურ მისიის საქართველოში ვიზიტი, რაც იქნება კარგი შესაძლებლობა ამერიკული ბიზნესისთვის გაიცნონ საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ის ახალი რეალობა, რაც არის სავაჭრო-ეკონომიკურ პოლიტიკაში. ეს ვიზიტი იქნება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი დიალოგი შედგა აშშ-ის კვლებით ცენტრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.  გაიმართა დისკუსიები საქართველოსთვის ყველა საინტერესო თემაზე, მათ შორის დღევანდელ რეგიონალურ გამოწვევებსა და რუსეთთან ურთიერთობაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics