11:28 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 21:11:31, 3509 ნახვა

სპორტი
კვარაცხელია „ნაპოლიმ“ სერია A-ში დაარეგისტრირა

Welcome Khvicha დაწერა თავის ოფიციალურ გვერდზე, საფეხბურთო კლუბმა „ნაპოლი“-მ კვარაცხელიას ტრანსფერს „ნაპოლი“ დღეს გამოაცხადებს, გუნდმა კი საჩემპიონატო განაცხადში შეიყვანა.

„ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებს უფრო და უფრო აინტრიგებს. ნიჭიერი ქართველი თავდამსხმელი მარცხენა ფლანგზე ინსინიეს ადგილს დაიკავებს. მისი თამაში უფრო და უფრო მეტ ინტერესს იწვევს. არაოფიციალურად ქართველი ტალანტი უკვე „ნაპოლის“ მოთამაშეა, მაგრამ მრავალმა დასვა კითხვა, აურელიო დე ლაურენტისმა („ნაპოლის“ პრეზიდენტი) მასთან კონტრაქტი კლასიკური ფორმით რატომ არ გააფორმა. მიზეზი გასაგებია და გამართლებულია – კვარაცხელიას 30 ივნისამდე ხელშეკრულება ბათუმის „დინამოსთან“ აკავშირებდა. დღეიდან კი (სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა) მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაფორმება შეუძლია. აურელიო დე ლაურენტისი დღეს თავად გამოაცხადებს კონტრაქტის გაფორმების ფაქტს, 6 ივლისს კი ნეაპოლში კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმებისთვის კასტელ ვოლტურნოში (გუნდის საწვრთნელი ბაზაა) ელიან, შემდეგ კი დიმაროში გუნდს შეუერთდება“, – წერს გამოცემა „კალჩო მერკატო ნაპოლი“.

 ცნობილი გახდა, რომ იტალიის სერია A-ს ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ საჩემპიონო განაცხადში დაარეგისტრირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics