11:56 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 13:10:48, 375 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატი იური ვაზაგაშვილის საქმეზე დღეს ახალ დეტალს გაამჟღავნებს

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ შედეგი მალე უნდა დადოს.

უჩა ნანუაშვილი საქმის გამოძიების გაჭიანურების შემთხვევაში,  დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრობს.

ამასთან, ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი იური ვაზაგაშვილის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში კიდევ ერთ დეტალს გაამჟღავნებს.

"აუცილებელია ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი  ძალიან მალე დაიდოს.თუ შედეგი არ დაიდება, რა თქმა უნდა, შესაბამისად, პროკურატურამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. აუცილებელია ამ საქმის დაუყოვნებლივი და ეფექტური გამოძიება, ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა ბერკეტის გამოყენება.თუ არ მოხდება   გამოძიება,  უნდა ვიფიქროთ სხვა მექანიზმზე,  მათ შორის,  თუნდაც საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმანზე. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქმის გამოძიებას. კიდევ ერთ დეტალს დღეს ცოტა მოგვიანებით გავამჟღავნებთ",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული  ინფორმაციით, ის ააფეთქეს. იური ვაზაგაშვილი, 25 იანვარს  შვილის გვერდით დაკრძალეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics