02:00 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 10:57:33, 6573 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

მისი თქმით, 5-ვე მათგანმა სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს.

„რამდენიმე დღეა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამიტომ, ქვეყანაში შემოსული ყველა პირი ან საკარანტინე სივრცეში რჩება ან შემოწმდება მისი ოჯახური მდგომარეობა და თვითიზოლაციაში ჰყავთ. ეს ჩვენი 5 პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის, ჩამოსულები იყვნენ და თვითიზოლაციაში რჩებოდნენ. სხვადასხვა დროს იყვნენ ჩამოსულები. როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება ანუ ტემპერატურის და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების სახით, მაშინვე მოგვაკითხეს ჩვენ და ეს მოხდა გუშინ, დღის განმავლობაში, სხვადასხვა პერიოდში. ნაწილის დადასტურება მოხდა დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან და ნაწილის დადასტურება მოხდა დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან. ამიტომ, 24 საათის განმავლობაში, ჩვენთან 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და აქედან 5-თან მივიღეთ დადებითი პასუხი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics