23:08 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 18:02:54, 1033 ნახვა

Lifestyle
ცოტნე გამსახურდია ყოფილ არქიმანდრიტ ანთიმოზს: ნუ ჭორაობ ორღობის დედაკაცივით

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია ყოფილ  არქიმანდრიტ ანთიმოზს  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პასუხობს.

გამსახურდია ყოფილ  არქიმანდრიტ ანთიმოზს მიმართავს: „წადი რაა, ჯაჯანიძის შოუში სადმე, ნუ ჭორიკნობ დედაკაცივით“.

„წადი რა, ჯაჯანიძის შოუში სადმე, ნუ ჭორიკნობ ორღობის დედაკაცივით! ანაფორა მაინც გაგხადეს და ერთი ძველი ნიფხავი მიგდია სადღაც და ზედ ჩემი გენმატერიალი უნდა იყოს შერჩენილი, თუ გინდა გადმოგცემ საჩუქრად ჩემი პირადი ცხოვრების გამოსაკვლევად“,-წერს ცოტნე გამსახურდია. 

ცნობისთვის, ყოფილმა არქიმანდრიტმა ანთიმოზმა  გამსახურდია საქართველოს-პატრიარქის ილია მეორის  მისამართით დაწერილი პოსტის გამო სოციალურ ქსელში  გააკრიტიკა.

“ცოტნე გამსახურდიას! აღარც მამა იცით, აღარც დედა იცით, ძმებმა ხომ დაჭამეთ ერთმანეთი, ცოლმა ხომ საქვეყნოდ მოგჭრა თავი! რამ მოგწამლათ ესე? ნუთუ რუდოლფ შტაინერმა? საქართველოს 40 წლის კათოლიკოს-პატრიარქზე, 80 წელს გადაცილებულ მოხუცებულ კაცზე ასე უდიერად როგორ საუბრობ, ჭორიკანა ქალივით! თუმცა კაცობის არაფერი გცხია. არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)“, – წერს ყოფილი არქიმანდრიტი ანთიმოზი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics