2015-01-20 13:09:11, 802 ნახვა
მსოფლიო
რუსი სეპარატისტები დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობას მთელი ღამე ბომბავდნენ
რუსი სეპარატისტები დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობას მთელი ღამე ბომბავდნენ. სეპარატისტებმა საერთო ჯამში, შვიდი დასახლებული პუნქტი დაბომბეს“,-ამის შესახებ ინფორმაცია ანტიტეროსრისტული ოპერაციის შტაბის სპიკერმა ლეონიდ მატიუხინმა გაავრცელა.
მატიუხინის განცხადებით, გუშინ ღამით ტერორისტებმა ცეცხლი მშვიდობიან მოსახლეობას და საგუშაგოებს 50-ჯერ გაუხსნეს.
„უკრაინელი სამხედროები იძულებულები გახდნენ საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ. ჯერ-ჯერობით ყველა სტრატეგიული პოზიცია ჩვენ გვიჭირავს, თუმცა ტერორისტები ყოველღამე ათამდე დასახლებულ პუნქტს ბომბავენ“, - აღნიშნა მატიუხინმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან