13:18 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 15:07:01, 1781 ნახვა

საზოგადოება კომენტარი Lifestyle
იოჰანეს ჰანი LIBE-ს გადაწყვეტილებაზე: ეს იქნება კარგი ახალი წელი საქართველოს მოქალაქეებისთვის

მივესალმები ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისადმი მტკიცე მხარდაჭერას, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი Twitter საკუთარ გვერდზე წერს. 

როგორც ჰანმა აღნიშნა, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხი ასევე მხარდაჭერას იმსახურებს. 

"ეს იქნება კარგი ახალი წელი საქართველოს მოქალაქეებისთვის" - წერს ჰანი. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის 13 დეკემბერს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე, მხარი დაუჭირა. 

ამასთან, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი წერს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი დიდი უმრავლესობით მხარდაჭერით ევროპარლამენტი მტკიცე სიგნალს აგზავნის, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics