2016-04-01 23:28:41, 671 ნახვა
რეგიონი
ბათუმში აფეთქების შედეგად 78 წლის მამაკაცი დაშავდა და რამდენიმე ბინა დაზიანდა
ბათუმში, რევაზ კომახიძის ქ. 117-ში, 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა.
შემთხვევის შედეგად დამწვრობა მიიღო 78 წლის მამაკაცმა. იგი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად ასევე დაზიანდა რამდენიმე ბინა.
წინსწარი ინფორმაციით, შემთხვევა გაზის აფეთქებამ გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 188-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან