03:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-28 12:50:33, 1368 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართელოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული გ.დ.,  წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული ნ.ს.,  და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ნ.ჰ., 1969 წელს დაბადებული რ.ბ., 1983 წელს დაბადებული ა.ი., და 1983 წელს დაბადებული ლ.ჰ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეტადონი“, და „მეფედრონი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები, მობილური ტელეფონები და ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა,  მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics