04:33 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-11 21:52:07, 1557 ნახვა

სამართალი
ხაბეიშვილს იგივე გზავნილი აქვს ძალოვანი უწყებების თანამშრომლებთან - ადვოკატი

დაკავებული ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს საღამოს მოინახულა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა. სუს-იდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა:

„გადმოგცემთ ლევან ხაბეიშვილის სიტყვებს. იგი არის პოლიტიკოსი, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური განცხადებისთვის. იგი დააკავეს იმისთვის, რომ მას ჰქონდა გამარჯვების რწმენა და არ უნდათ, რომ მისი რწმენა გადაედოს ხალხს“, - თქვა ადვოკატმა.

მისი თქმითვე, ხაბეიშვილი ამბობს, რომ „ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე და მას აქვს იგივე გზავნილი ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებთან“.

„შეთავაზება არის ძალაში. პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, არ შეასრულებენ უკანონო ძალადობაზე დავალებებს და გადავლენ ხალხის მხარეს, მომავალი ხელისუფლება დააჯილდოვებს ძალიან სოლიდური ფულადი ჯილდოთი. ეს არის ლევანის დანაბარები. და ბრძოლა ბოლომდე“, - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, ლევან ხაბეიშვილს „აპატიმრებენ იმ დაპირებისთვის, რომელსაც იგი, როგორც პოლიტიკოსი, როგორც მომავალი ხელისუფლების წარმომადგენელი, სთავაზობს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს თავიანთი უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის“.

პოლიტიკოსი დაკავებულია იმის გამო, რომ იგი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა, აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში.

სუს-ის შეფასებით, „საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics