08:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-03 12:53:56, 1025 ნახვა

სამართალი
რუსთაველის გამზირზე დაკავებული ქალები წინასწარი დაკავების იზოლატორში სრულად გააშიშვლეს

რუსთაველის გამზირზე დაკავებული ქალები წინასწარი დაკავების იზოლატორში შესახლებისას სრულად გააშიშვლეს. ამის შესახებ ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე საუბრობს, რომელმაც დაკავებულების ნაწილი მოინახულა.

ინტერესების დამცველი ამბობს, რომ პოლიცია აღნიშნულ მანკიერ პრაქტიკას ისევ იყენებს. მისივე თქმით, ქალების ნაწილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

მოვინახულე რამდენიმე ადამიანი ზაჰესის იზოლატორში. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, პირველ რიგში, ზოგიერთის, იყო მძიმე, რადგან დაკავების დროს მათზე იძალადეს ფიზიკურად, ანუ ძალმომრეობით დააკავეს. იზოლატორში მანკიერ პრაქტიკას ისევ აგრძელებენ. ამ ადმაიანებს შეუძლიათ, როდესაც იზოლატორში შეიყვანენ, ისე შეამოწმონ, მაგრამ აშიშვლებენ ქალბატონებს. ეს მანკიერი პრაქტიკა რა ვეღარ დაამთავრეს? მნიშნელოვანია ის გარემობები, რომ დაცვის უფლება აქაც შეეზღუდათ. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ამდენი ქალი ერთ დღეში დაეკავებინოთ, ამდენ ქალზე ეძალადათ. ახალგაზრდა გოგონები არიან იზოლატორში, მოძალადე პოლიციელები კი ისევ აგრძელებენ სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებას, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთაველზე გამართულ აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა 30-ზე მეტი მონაწილე. მათ ბრალად ედებათ გზის გადაკეტვა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics