09:16 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-27 14:20:13, 713 ნახვა

სამართალი
ანტონ ჩეჩინის საქმეზე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განაჩენს 2 სექტემბერს გამოაცხადებს

აქციების დროს ნარკოდანაშაულით დაკავებული რუსეთის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია 2 სექტემბერს გამოაცხადებს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ანტონ ჩეჩინის მომდევნო პროცესი 10:30 საათზე ჩაინიშნა, აღნიშნულ სხდომაზე სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს ბრალდებული, რის შემდეგად ჯვებე ნაჭყებია სათათბიროდ გავა და გადაწყვეტილებას გამოიტანს. 

დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა ჩეჩინის ადვოკატმა. პროცესს გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს სახლთან დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ჩეჩინი ბრალს არ აღიარებს, დაცვის მხარის განცხადებით, მას ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. საქმეში არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულებები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics