18:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-12 12:36:29, 1845 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ანატოლი გიგაურის განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა რეჟიმის პატიმრის, ანატოლი გიგაურის განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო პოლიციელის წინააღმდეგობისთვის. გამოძიებით დადგინდა,რომ 2024 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა შს სამინისტროს თანამშრომელს და მასზე ფიზიკურად იძალადა.

გიგაურს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, ჩადენილი ძალადობით) და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

დღეს, 12 აგვისტოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქციაზე დაკავებულ ანატოლი გიგაურს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics