22:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-06 17:58:31, 2038 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველი მიესალმება გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს

სახალხო დამცველი მიესალმება გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, მიღებულ გამამართლებელ განაჩენს. - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

მათი შეფასებით მოცემულ საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს, 2025 წლის 24 მარტს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა და ნეიტრალური მტკიცებულებების არსებობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

"სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილული იყო ადამიანის უფლებების კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტები, რომლის თანახმად, პირადი ჩხრეკის ჩატარებისას ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნასა და მოპოვებას არსებით მნიშვნელობა აქვს პირის პასუხისგებაში მისაცემად.

ისეთ შემთხვევებში, როდესაც პოლიციელებს აქვთ ნეიტრალური მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების მოპოვების შესაძლებლობა და  აღნიშნულს არ ახორციელებენ, ხოლო ბრალდება არსებითად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა, ვერ ჩაითვლება ადამიანის უფლებებთან შესაბამის პრაქტიკად.

სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დაყენებას დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაში." - წერია განცხადებაში.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გაამართლა გიორგი ახობაძე, ექიმი და სინდისის პატიმარი, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics