23:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-03 11:57:04, 1626 ნახვა

სამართალი
პოლიციამ უკრაინაში მებრძოლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

ჩხრეკა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის სახლში -  მაზმიშვილების ოჯახში პოლიცია გამთენიისას შევიდა. უკრაინიდან დაბრუნებული ლევან მაზმიშვილის, მამა მირიან მაზმიშვილი "პირველებთან" ჰყვება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული წარმომადგენლები საცხოვრებელ სახლში გამთენიისას, ფანჯრებიდან გადაძვრნენ და ავეჯი გაანადგურეს.

არსებობდა სასამართლოს განჩინება, თუმცა რა საფუძვლით შევიდნენ ლევან მაზმიშვილის სახლში ჩხრეკაზე ეს უცნობია. წაღებულია ერთადერთი იარაღი - სანადირო თოფი. ოჯახი ამბობს, რომ ისიც გაფორმებულია.

02:30 საათზე გადმოძვრნენ ფანჯრებიდან, დაგვადგნენ იარაღით და დაიწყევს ჩხრეკა - "თქვენით გამოაჩინეთ იარაღიო", არ ვიცი რა იარაღს ეძებდნენ. ჩვენ ერთი, კანონიერად გაფორმებული, სანადირო თოფი გვაქვს და ისიც წაიღეს.

ყველაფერი მესმის, ორდერი ჰქონდათ და სახლი გაჩხრიკეს, რა საფუძველი ჰქონდათ არ ვიცი. გაჩხრიკეს გავიგე, მაგრამ ეს ავეჯი რატომ დამილეწეს? ვარიანის პოლიციის უფროსი, ამ საწოლში ჩაწვება?!

ჩემი შვილი უკრაინაში იბრძოდა, ტერორისტი კი არ არის - 2008 წელს აქ იბრძოდა, ჩემთან იყო აფხაზეთის ომშიც. მეც ომის ვეტერანი ვარ, რა დავაშავეთ, ქვეყანას ვემსახურებით"- თქვა მირიან მაზმიშვილმა. 
მაზმიაშვილები ამბობენ, რომ პოლიცა მათ სახლში უკვე მეორედ შევიდა, მაშინაც არავის განუმარტავს, რას ეძებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილესთან.

პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლება-მოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე გენერალურ ინსპექციას ოჯახმა უკვე მიმართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics