17:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 14:04:10, 888 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა

მოსამართლემ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა.

სასამართლო სხდომის დაწყებისას სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა გიორგი ტერიშვილმა და განაცხადა, რომ მას სხდომის დატოვება სურდა, რადგან მისი ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ ესწრებოდა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა კი ყველა ბრალდებულისთვის საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამან ადვოკატების გაღიზიანება გამოიწვია, მათი თქმით, შესაძლოა, საზოგადოებრივმა ადვოკატმა ისეთი კითხვა დასვას, რომელსაც პროკურატურა ბრალდებულთა წინააღმდეგ გამოიყენებს.

ასევე, ბრალდებულებმაც განაცხადეს, რომ მათ საზოგადოებრივი ადვოკატის ყოლა არ სურთ.

ამის შემდეგ, კი ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რომელსაც სხვა ადვოკატებმა და ბრალდებულებმა მხარი დაუჭირეს.

დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოკვლევა. კერძოდ კი, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ მოწვეული პირების გამოკითხვა მოხდება.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics